4ჰოსპიტალსის ვიზიტი რიგით მე-13 კარგიოლოგიურ კონფერენცია „India Live 2024”-ზე ქ. ნიუ-დელიში

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4ჰოსპიტალსისთვის, განვლილი 10 წლის მანძილზე მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია მისი ლოიალურობა და სანდო პარტნიორობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
2014 წლიდან დღემდე, 4Hospitals უმაღლესი ხარისხის, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქციით ამარაგებს 300-ზე მეტ დაწესებულებას სრულიად საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორც ამერიკის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მუდმივადაა ჩართული საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში, მონაწილეობას იღებს პარტნიორთა შეხვედრებში და აქტიურად ადევნებს თვალს პროდუქციის წარმოების პროცესებს, რათა კლინიკებს შესთავაზოს მაღალი სტანდარტებით შექმნილი ინოვაციური პროდუქცია ყველა მიმართულებაში, როგორიცაა: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.
2024 წლის 29 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ქ. ნიუ-დელიში რიგით მე-13 კარდიოლოგიური კონფერენცია „India Live” ჩატარდა, რომელსაც უმასპინძლა ინდოეთის ინტერვენციული კარდიოლოგიის ფონდმა ტაჯ პალასში.
India Live აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კარდიოლოგებს, მკვლევრებს და სხვადასხვა სამედიცინო პროფესიონალებს. დამსწრეებს კი შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან სესიებში, მათ შორის, ლექციებსა და სემინარებში, რომლებიც მოიცავს კარდიოვასკულური დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ტექნოლოგიის უახლეს მიღწევებს. კონფერენცია 2010 წლიდან აღიარებულია მისი სამეცნიერო შინაარსითა და ანგიოპლასტიკის ტექნიკის სწავლებით.
4ჰოსპიტალსიდან, მისი ექსკლუზიური პარტნიორის, Translumina International-ის წარმომადგენლებთან ერთად, კონფერენციას დაესწრო მიმართულების მენეჯერი, რატი შალამბერიძე და სამედიცინო წარმომადგენელი, კესო გოდუაძე.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილებების გაზიარება, რომელიც პაციენტის გაუმჯობესებულ შედეგებს უზრუნველყოფს და, ამავდროულად, ადგილობრივ სამედიცინო წარმომადგენლებს უკეთ აცნობს პროდუქტს.
4Hospitals-ის სრული ჩართულობით კონფერენციას დაესწრო სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენელი:
კახა ნადარაია – შპს ვივამედი
იურა ფხაკაძე – შპს ამერიკან ჰოსპიტალს ნეთვორქ
ლაშა ჩანტლაძე – შპს თიმი
ზვიად კერესელიძე – შპს თბილისის გულის ცენტრი
გოჩა აფხაძე – გორმედი
გიორგი ჯიშკარიანი – კლინიკა ლჯ
ალექსანდე ჩხოლარია – შპს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი
წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ქალაქ დეჰრუდანში უშუალოდ სტენტის დამზადების პროცესი ენახათ Translumina International-ის ქარხანაში და უკეთ გაცნობოდნენ Yukon Choice Flex-ის სპეციფიკაციებს, წარმოების პროცესს და ადგილს, სადაც პროდუქტი მზადდება სრული წესების დაცვით.
4Hospitals არის იქ, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!
სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი, ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ, ღია მიმოქცევას – აშშ-ის საელჩო