3x3wintercup2023-ის მორიგი ტურნირის გამარჯვებულები სტომატოლოგები გახდნენ

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ორგანიზებით გრძელდება ზამთრის თამაშები სახელწოდებით 3x3wintercup2023. დღეს, ვერის ბაღის დარბაზში რიგით მე-3 ტურნირი გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 17 წელს გადაცილებულ კალათბურთელებს შეეძლოთ.
ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფში თითოეულმა 2-2 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც საუკეთესოებმა ნახევარფინალში გადაინაცვლეს. პირველ ნახევარფინალში კასპერსმა სმეტანა 19:15 დაამარცხა, ხოლო მეორეში – სტომატოლოგებმა დაძაბულ ბრძოლაში – 20:19 აჯობეს ბიჭებს.
ფინალში ისე რა ბრძოლა შედგა. სტომატოლოგებმა 6 ქულის სხვაობით – 18:12 დაამარცხეს კასპერსი და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. სტომატოლოგთა
გუნდში თამაშობდნენ – ლადო გობეჯიშვილი, ვაჩე ფარულავა, ნიკა წითელაური და ლუკა ხარაბაძე. გამარჯვებულ გუნდს 700 ლარის ღირებულების საპრიზო ვაუჩერი გადაეცა, ხოლო ფინალისტმა 500 ლარი მიიღო. პრიზიორები 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში