34 576-მა ყარაბაღელმა სომხეთის მოქალაქეობა მიიღო – ერევანი

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა არპინე სარგსიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღიდან სომხეთში გადმოსახლებულმა 34 576  ადამიანმა უკვე მიიღო სომხეთის მოქალაქეობა.„გავიხსენებ, რომ ამჟამად პრეზიდენტის აპარატში დაახლოებით ათასი განაცხადია. რამდენიმე დღეში კიდევ ერთ ათას ადამიანს მიეცემა გადაწყვეტილება და ჩვენ კვლავ შევძლებთ პროცესის დაჩქარებას,“ –  თქვა სარგსიანმა.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა: „თუ გასული წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 4 ათასი განაცხადი იყო, მიმდინარე წლის ორ და ნახევარ თვეში ამ რაოდენობამ უკვე 5 ათასს გადააჭარბა.“ოფიციალური ცნობითვე ყარაბაღის უკანასკნელი ომის დროს, მთიან ყარაბაღში საკუთარი სახლი 100 ათასზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”