34 წლის ქართველი კაცი დედას ფულს სძალავდა და შეურაცხყოფას აყენებდა – იტალიის პოლიციამ მოძალადე დააკავა

იტალიაში 34 წლის ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც დედას ფულს სძალავდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
ადგილობრივი მედია Reggio Report-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი რომში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი, დედას არასათანადოდ ექცეოდა, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დააკავეს.
როგორც მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 34 წლის ქართველი კაცი დედისგან ფულს ნარკოტიკის შესაძენად ითხოვდა. დაკავებული სასამართლო პროცესის გამართვამდე იზოლატორში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი