33 წლის ასაკში NBA-ის ყოფილი კალათბურთელი გარდაიცვალა

33 წლის ასაკში NBA-ის ყოფილი კალათბურთელი დარიუს მორისი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას TMZ Sports-ი ავრცელებს.
“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ყოფილი გამთამაშებლის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ოჯახი კომენტარისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
მორისი 2011 წელს, NBA-ის დრაფტზე, “ლეიკერსმა” მეორე რაუნდის 41-ე ნომრად აირჩია. დარიუსმა “ანგელოზების” რიგებში 2 წელი გაატარა, შემდეგ კი ძალები “ფილადელფია 76-ის”, “კლიპერსის”, “მემფის გრიზლსა” და “ბრუკლინ ნეტსშიც” მოსინჯა.
გამთამაშებელმა კარიერა 2021 წელს დაასრულა, მისი უკანასკნელი კლუბი ფრანგული “გრაველინი” იყო.