“32 ადამიანში ამდენი იყოს ნაცემი, პირველად ვნახე” – სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანი “დღის ამბებთან” ამბობს, რომ დაკავებულების უმრავლესობა მასთან ყვება, როგორ იძალადეს სამართალდაცავებმა.
ცემეს ზოგი დაკავებისას, ზოგი მანქანაში – სხვადასხვა გარემოებები არსებობს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არც დაკავებისას, არც მანქანაში და არსად არ შეიძლება არასათანადოდ მოეპყრო ადამიანს და მისი უფლებები დაირღვეს.
(ს შემთხვევაში) მანქანაში არავის უცემია, როგორც ვიცი. როდესაც შეათრიეს კორდონის მიღმა, მაგ პერიოდში, დამაგდეს და მირტყამდნენ ფეხებსო… თითქმის ყოველი მეორე მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ცემაზე და დაზიანებებზე, პირადად ვესაუბრე, ბევრი მანიფესტაცია ყოფილა, მაგრამ ამდენი – 32 ადამიანში ამდენი იყოს ნაცემი, პირველად ვნახე.

ასევე დაგაინტერესებთ