31 მარტიდან ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

31 მარტიდან ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ, თუმცა მიგრაციის საფრთხის გამო ამ დრომდე შენგების ზონას არ ეკუთვნოდნენ.
ევროკომისიის პრეზიდენტი შენგენის ზონის გაფართოებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია.
„ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- წერს ის X-ზე.