“300 000 კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად” – ლომჯარია იოსელიანს

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ლევან იოსელიანს პასუხობს და წერს:
ლევან, Levan Ioseliani, როგორც ჩანს ჩვენი ანგარიშების კითხვა დაგეზარათ. 300 000 კაცი კი არ აყალბდებდა, 1 აძლევდა ხმას 100 კაცის ნაცვლად. ომბუდსმენის ინსტიტუტის რეპუტაცია წლების განმავლობაში ადამიანების თავდადებაზე, ღირებულებების ერთგულებაზე და პროფესიულ სინდისზე იდგა და თქვენი თანამშრომლების შრომას მაინც ეცით პატივი. და კი, თქვენი მანდატი ფარავს საარჩევნო უფლებას (კონსტიტუციის 24-ე მუხლი), ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის დაცვა და ზედამხედველობა თქვენი მანდატია და კეთილი ინებეთ, კეთილსინდისიერად განახორციელეთ თქვენი კონსტიტუციური ვალდებულება.
p.s. თქვენთან ერთი განცხადებაც რომ არ არის შემოსული, იმას ნიშნავს, რომ არ გენდობიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა