30 წლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს უდიდესმა აისბერგმა გადაადგილება დაიწყო

მსოფლიოს ყველაზე დიდმა აისბერგმა (რომელიც, ზომით, თითქმის 6-ჯერ აღემატება თბილისს), გადაადგილება დაიწყო. ყინულის მასა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, უედელის ზღვის ფსკერზე იყო, გლობალური დათბობის შედეგად, ნაწილობრივ დადნა და, ყოველდღიურად, 5 კილომეტრის მანძილზე გადაადგილდება, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
აისბერგი, სახელად A23a, სისქით, დაახლოებით 400 მეტრია, ხოლო ფართობით – თითქმის 4,000 კვადრატული კილომეტრი.
1980-იანი წლების შემდეგ, A23a-ს რამდენჯერმე მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგის ტიტული. ამ დროის განმავლობაში, მან ეს წოდება მხოლოდ ორჯერ დაკარგა (2017 წელს მასზე დიდი აღმოჩნდა აიბერგი A68, ხოლო 2021 წელს A76, თუმცა ამ აისბერგების ზომები მალევე შემცირდა).
სპეციალისტების თქმით, A23a ოკეანის დინებებს მიჰყვება და სავარაუდოდ, აღმოსავლეთით განაგრძობს “მოგზაურობას”.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად