30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია

2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6541 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 19,273,991.41ლარს შეადგენს.
„2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.2 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 804.9 მილიონ ლარს შეადგენს.
საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 467 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6541 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 19,273,991.41ლარს შეადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)