30 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს

30 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს.
განხილვა ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გაიმართება.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, 18 კანონპროექტისგან შედგება.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი ცვლილებების მიხედვით:
“სისხლის სამართლის კოდექსს“ სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე − უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება;
იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესები დაარღვიეს;
მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით:
ინერგება თავშესაფრის განხილვის დაჩქარებული პროცედურა იმ უცხოელებისათვის, რომლებმაც თავშესაფარი ქვეყანაში შემოსვლიდან 1 თვის ვადაში არ მოითხოვეს;
ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე, მოხდება თავშესაფრის განხილვა, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს;
მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები;
ინერგება მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების გამარტივებული (ელექტრონული) წესი, რაც შს სამინისტროს ცნობით, გასაჩივრების ვადების კონტროლს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს;
შეიზღუდება საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაცემა იმ უცხოელზე, რომლის მიმართაც დაწყებულია გაძევების საკითხის შესწავლა ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება