3-4 თვე დავისვენებ და მერე ელჩად წავალ – თავდაცვის მინისტრი

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბურჭულაძემ თავად განუცხადა. მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში თანამდებობას 3-4 თვეში დაიკავებს, იქამდე კი მისივე თქმით, დასვენებას აპირებს.
შეგახსენებთ, ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება. ეს ინფორმაცია მ თავად დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანს წარადგენს.
მომავალი პრემიერის თქმით, ბურჭულაძემ თავად განაცხადა უარი მინისტრობა უარი. თავად წავიდა მინისტრობიდან, თავად გადაწყვიტა დასვენება და თავად მიდის ელჩადაც, როგორც ჩანს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ცნობისთვის, ივანიშვილის მტკიცებით, ღარიბაშვილიც თავად გადადგა, ოღონდ, ღარიბაშვილი არ დაისვენებს, პირდაპირ დაიკავებს მომავალი პრემიერის ყოფილ პოსტს, სადაც, ფიქრობს, რომ ნაკლები საქმე ექნება და ამბობს, რომ იმედია აქვს, ახლა მეტი დრო დარჩება ოჯახისთვის.