3 პირი დანით დაჭრა, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა – ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 4 მაისს, თბილისში, ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, სამ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო ორის სიცოცხლის შენარჩუნება დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.