პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და ამავდროულად, ხანგრძლივი პროცესია. ხშირად პროფესია, რომელზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდით, ზრდასრულ ცხოვრებაში არასწორი არჩევანი ხდება და ეს კარიერულ წინსვლაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ საკუთარი სურვილები, თუმცა ამავდროულად, თვალი გადავავლოთ ბაზარზე არსებულ დასაქმების სტატისტიკას, მოთხოვნად პროფესიებს, ანაზღაურებას, მომავლის ტენდენციებს და გავესაუბროთ იმ სფეროს წარმომადგენლებს, რის სწავლასაც ვაპირებთ.
თუ ეს ყველაფერი გააკეთეთ, მაგრამ პროფესიის არჩევა მაინც გიჭირთ, მენეჯმენტის პროგრამა თქვენთვის შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს. გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რატომ არის მაღალი დონის განათლება მენეჯმენტში სწორი გადაწყვეტილება:
· გაძლევთ უნარებს, რომლებსაც სხვადასხვა სექტორში გამოიყენებთ. ესენია: პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა, კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, სხვადასხვა ტიპისა, ინტერესების მქონე ადამიანებთან მარტივი კომუნიკაცია და სხვა.
· აფართოებს თქვენს ბიზნეს ცოდნას. მენეჯმენტის პროგრამა გაძლევთ ძლიერ საფუძველს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაში, მათ შორის, ფინანსებში, მარკეტინგში, ადამიანური რესურსების მართვაში და სხვა.
· დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად კადრად გაქცევთ. კარგ მენეჯერს ყოველთვის აქვს კარიერული და ფინანსური განვითარების მაღალი პოტენციალი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ერთი სექტორის მენეჯმენტიდან მეორეში მარტივად გადაინაცვლოთ. ეს კი დასაქმების არეალს კიდევ უფრო აფართოებს.
თუმცა ამ ყველაფრის განსახორციელებლად, აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ ის უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამაც, სადაც მენეჯმენტს შეისწავლით. საქართველოში ამ მიმართულებით გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი. ეს გახლავთ საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სტუდენტს დასაქმებისა და საკუთარი სტარტაპის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტობის პირველივე დღეებიდან. ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და წარმატებულს ხდის ის საკითხი, რომ მათ მეორად პროფესიად შეუძლიათ დაეუფლონ ციფრულ მარკეტინგს ან საინფორმაციო ტექნოლოგიებს. გარდა ამისა არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი საუკეთესო საბაკალავრო პროგრამაა საქართველოში.
· მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ გაცვლითი პროგრამის საშუალებით სრული დაფინანსებით წავიდნენ გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის და სლოვენიის უნივერსიტეტებში;
· სტუდენტებს ორი დიპლომის ერთდროულად მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. მათ შეუძლიათ სწავლის ბოლო ერთი წელი საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში გაატარონ და მიიღონ საერთაშორისოდ აკრედიტებული დიპლომი მენეჯმენტში. ესენია: ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დიპლომი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი ან პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტის დიპლომი;
· ისინი იღებენ სრულ დაფინანსებას საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან;
· სწავლის პერიოდში მუდმივად აქვთ მჭიდრო კავშირი ბიზნეს სექტორთან და ინდუსტრიის ლიდერებთან;
· მენეჯმენტის პროგრამაზე ისწავლება ეკონომიკის პრინციპები, მარკეტინგის საფუძვლები, ოპერაციათა მენეჯმენტი, მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, სამეწარმეო სამართალი, პროექტების მენეჯმენტი, ინვესტიციები;
· პროგრამის წლიური გადასახადი 2250 ლარია. თუმცა სტუდენტებს სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა.
მაღალი დონის მენეჯერი მართლაც ნებისმიერი ინდუსტრიის ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება. სწორედ ამიტომ, თუ გიჭირთ პროფესიის არჩევა, მიიღეთ მენეჯმენტის დიპლომი და თქვენ გაგეხსნებათ ფართო კარიერული შესაძლებლობები ვიწრო სპეციალიზაციის გარეშე. მუდმივი განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა იდეალური დასაწყისია.
(R)