3-დან 5 იანვრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის, უქმე დღეები გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის, სამიდან ხუთი იანვრის ჩათვლით, უქმე დღეები გამოცხადდა.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 21 საკითხი განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს მთავრობის დადგენილების პროექტზე – “ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ”.
“ადმინისტრაციის ცნობით, გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცებასა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას.
სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ქარის ორი და მზის ერთი ელექტროსადგურის განვითარების პროექტზე.
მხარი დაუჭირეს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა”და “იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებსაც, ეს პროექტები თევზჭერის, იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.
ამას გარდა, საუბარი შეეხო “გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც, გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით