29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება

29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ იმართება.
ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში 29-30 ივნისს წიგნების გამოფენა-გაყიდვა და ლიტერატურული ღონისძიებებია იმართება – დისკუსიები, წიგნის პრეზენტაციები და შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან.
ფესტივალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება დღეს შედგა.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალის სპეციალური ჯილდოს „ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გადაცემა იქნება. დაჯილდოების ცერემონიალი 29 ივნისს 21:00 საათზე გაიმართება.
„ფესტივალის სტუმრები ორი დღის განმავლობაში ლიტერატურული პროგრამის მონაწილეებს შორის შეხვდებიან დათო ტურაშვილს, ბესო ხვედელიძეს, თეონა დოლენჯაშვილს, ლევან ბერძენიშვილს, ბექა ქურხულს, რატი ამაღლობელს, ბესო სოლომანაშვილს, დავით ქართველიშვილს, ს, გაგა ნახუცრიშვილს, ელზა გურგენიძეს, გიორგი დუნდუას, ტორესა მოსის, ნიკა ლაშხს, ნანა აკობიძეს, იაკი კიბეს, გიორგი შონიას, რუსუდან რუხაძეს, მიხეილ ციხელაშვილს, ნატალია ტროხიმს, ელის დოჯსონს, ნატალი დარასელიას, გიორგი არქანიას, ნიკა ჩერქეზიშვილს და ლაშა მარგიანს.
ფესტივალის საგამომცემლო პროგრამაში 15-მდე ქართული გამომცემლობა იღებს მონაწილეობას, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან უახლეს გამოცემებს წარუდგენს.
ფესტივალი ხორციელდება „ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის“ მხარდაჭერით და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და „წალენჯიხის განვითარების ფონდთან“ თანამშრომლობით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ