29 მაისიდან რუს ტურისტებს ნორვეგიაში აღარ შეუშვებენ

ნორვეგია ში მიმდინარე ომის გამო რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავს. გადაწყვეტილება ძალაში 29 მაისიდან შევა. ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ჩაიკეტება ქვეყანაში შესასვლელი თითქმის ყველა გზა.
“შემოსვლის წესების მკაცრი გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიული ომის საპასუხოდ, ნორვეგიის მხრიდან მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერად უკავშირდება”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ნორვეგიაში შესვლა აეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მიზანიც ქვეყანაში მოგზაურობა, გამონაკლისი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქის ოჯახის წევრი ნორვეგიაში ცხოვრობს.