29 აპრილს უნდა შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. ეს საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი

29 აპრილს უნდა შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. ეს საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი
„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა – როგორც ეს ში მოხდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე ყველა უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, თუ რა ღირებულებებს იცავს ხალხი.
„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა – როგორც ეს უკრაინაში მოხდა. იმ დღესვე დაიწყება ზეწოლა მართლმადიდებლობაზე, ჩვენს სარწმუნოებასა და პატრიარქზე – ამ ყველაფერს ეს ძალები ახორციელებენ.
29 აპრილს ყველა უნდა გავიდეთ, არა იმისთვის რომ ვიღაცას დავანახოთ „ჩვენ უფრო მეტი გვიჭერს მხარს“ და ა.შ. არამედ იმიტომ რომ, ეს ბავშვები გადავარჩინოთ – დაინახავენ თუ სად დგას მთელი საქართველო. დაინახავენ სიყვარულს, მათი მშობლების თაობას, ბებია-ბაბუას და თანატოლებს – თუ რატომ გამოვიდა ეს ხალხი გარეთ და რას იცავს. სხვანაირად ამ ბავშვებთან დიალოგში ვერ შევალთ. გვაქვს განცდა რომ საკუთარი სამშობლო უნდა დავიცვათ. შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. 29 აპრილის საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Next: მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ ჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა. ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ – “ხალხის ძალის” განცხადება

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!