28 წლის ქალი მენტალური დაავადების დიაგნოზის გამო ევთანაზიას გეგმავს

28 წლის ნიდერლანელმა ქალმა, ტორაია ტერ ბიკმა, ფსიქიატრის მიერ დასმული მენტალური დიაგნოზის გამო ევთანაზია გადაწყვიტა. როგორც მედიებში წერენ, ქალი ფიზიკურად ჯანმრთელია.
ქალმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფსიქიატრმა უთხრა, რომ მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი სცადა და დაავადება მომავალში მხოლოდ გართულდება.
“ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, გაგრძელებას ვეღარ შევძლებ”. – ამბობს ბიკი.
ბიკს გადაწყვეტილი აქვს თუ რა გარემოში გაიკეთებს ევთანაზიას. მისი თქმით, დაწვება საწოლზე, არ იქნება ჩართული მუსიკა და ბიკის გვერდით იქნება მისი მეგობარი კაცი.
ბიკი თავად ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ პროგრესირებადმა მენტალურმა პრობლემებმა სწავლის დასრულების საშუალება არ მისცა.
2001 წლიდან ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ევთანაზია ლეგალური გახადა.