28 წლის ბიჭი დაიღუპა ფუნიკულიორთან შენობის ჩანგრევის შედეგად

მთაწმინდაზე ჩაინგრა შენობა, სადაც მოქალაქეები ფოტოების გადასაღებად შედიოდნენ ხოლმე. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 28 წლის ბიჭი და დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს.
როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შენობა, რომლის იატაკი ჩავარდა და კედლები ჩამოინგრა, მერიას არ ეკუთვნის და მას კერძო მფლობელი ჰყავს.