28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური “შავი პარასკევი” დაუდგებათ

28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური “შავი პარასკევი” დაუდგებათ
28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური “შავი პარასკევი” დაუდგებათ, ამ ტერმინის როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანჯაფარიძის განცხადებით, 28 ნოემბერს გამართული აქცია აჩვენებს რეალურად, თუ რამდენად გაიაფდა პოლიტიკური საქონელი „რადიკალური ოპოზიცია“.
„28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური “შავი პარასკევი” დაუდგებათ, ამ ტერმინის როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით.
აქცია აჩვენებს თუ რამდენად გაიაფდა პოლიტიკურად საქონელი სახელად “რადიკალური ოპოზიცია.”
რაში გამოიხატება ეს? იმაში, რომ 365 დღის მანძილზე მათ ვერაფერი ღირებული და მისაღები ვერ შესთავაზეს საზოგადოებას გარდა ბღავილისა “ევროპაში გვინდა.” ფასის დაცემა კი გამოიხატა იმაში, რომ სულ უფრო ცოტა ხალხს სურს იყიდოს ეს უხარისხო პროდუქტი.
ამის მკაფიო მაჩვენებელია რუსთაველზე ხალხის რაოდენობა.
ამ დღეებში ერთმანეთს კი აგულიანებენ “ბევრნი უნდა ვიყოთო,” მაგრამ იქნებიან იმდენი, რამდენიც ადრე, და იტყვიან იგივეს, რითაც წლებია ყურები გამოუჭედეს ხალხს.
რაც შეეხება იმ ყალბ ნარატივს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. მოიყვანონ თუნდაც ერთი დამაჯერებელი მაგალითი, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველო ხელშესახებად დაუახლოვდა რუსეთს. ვერ მოიყვანენ, რადგანაც არ არსებობს!“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა