“28 ნოემბერს, ომი გამოაცხადეს! არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს მანდატი” – პრეზიდენტი კობახიძეზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა:
„რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია – არჩევნების შემდეგ ჩვენ ვხედავთ დაჩქარებულ პროცესს, დაჩქარებულ რუსულ გზას. არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევებს, რომლებიც არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ მოხდა. ფაქტი, რომ პარლამენტის პირველი სესია, რომელიც მხოლოდ მე შემიძლია მოვიწვიო, მოიწვია პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მაშინ არ იყო პარლამენტის სპიკერი და ეს აღიარებული არაა კონსტიტუციის მიერ. და ამის შემდეგ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს დრო არ დაუტოვეს იმ სარჩელების განსახილველად, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ და პარლამენტის პირველი სესია დალოდების გარეშე მოიწვიეს, რაც კიდევ ერთი ანტი-კონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. და, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს, როგორც ჩვენ მივიჩნევთ, ომი გამოაცხადეს! პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც არ გააჩნია ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს ძალიან სადავოა, მაგრამ ასევე არ გააჩნია მანდატი ამისთვის, ვინაიდან კონსტიტუცია ძალიან კონკრეტულად ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტმა ყველაფერი შესაძლებელი უნდა გააკეთოს ევრო-ატლანტიკური პროცესის დასაჩქარებლად. და ეს კონსტიტუცია, დიდწილად, იმავე პრემიერ-მინისტრის მიერ იყო დაწერილი, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ გამოდის – რა მანდატით? და ამბობს, რომ ის აჩერებს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებებს. ამ მომენტისთვის არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამას ველოდით, მაგრამ ის ნამდვილად აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს უფლებისა და მანდატის გარეშე”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ტრამპმა შექმნა „მშვიდობის საბჭო”, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაპატიჟა საქართველოს გარდა, აზერბაიჯანი აცხადებს, რომ საქართველოზე ტრანზიტი არ გაივლის – ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე

დავით ჩუთლაშვილი: ლილიანა გასინსკაიას ისტორია ჰოლივუდურ თრილერს ჰგავს. ეს იყო 18 წლის გოგონას სასოწარკვეთილი და წარმოუდგენლად მამაცი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც 1979 წლის იანვარში, სიდნეის პორტში განვითარდა

ნანუკა ჟორჟოლიანი: წულუკიანს პრობლემა იმასთან დაკავშირებით არ აქვს, რომ მამამისი სიკდილს უსჯიდა ადამიანებს, მთელი ეს პროცესი ხდება ერთადერთ სიტყვაზე, რომ მე მიწერია სიტყვა დახვრეტა (ვიდეო)