28-მდე გაიზარდა კიევზე განხორციელებული საავიაციო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

28-მდე გაიზარდა, კიევში შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საწყობზე 29 დეკემბერს ს მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის, კიდევ 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ 1 იანვარს დილით ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე გრძელდება სამაშველო-სამძებრო სამუშაოები იმ ფონზე, როდესაც 1 იანვარს კიევში გლოვობენ იერიშის დროს დაღუპულებს.
29 დეკემბერის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი დაბომბვა განახორციელა ომის მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის მხარის თანახმად, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს მოიერიშე დრონები „შაჰედები“, ასევე ფრთოსანი და საზენიტო რაკეტები.
გაეროს უშიშოროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის -მა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, დაგმეს იერიში. ჩინეთის წარმომადგენელი გამოვიდა უკრაინის გარშემო ვითარების „პოლიტიკური დარეგულირების“ მოწოდებით.
გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი დაუკავშირა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი ამოცანაა გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება – მყარი მშვიდობა მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე