28 იანვარს აშშ-ის ჰელსინკის კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.
ჰელსინკის კომისია წერს:
„2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე მწვავე კრიზისში ჩააგდო. მათ მიიღეს 20-ზე მეტი ახალი კანონი, რომლებიც აფართოებს ხელისუფლების ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს.
რეპრესიები შეეხო სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებსა და პოლიტიკურ ოპოზიციას. ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც მომიტინგეებს სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ; დააპატიმრეს ჟურნალისტები, ხოლო ოპოზიციონერი ლიდერები ფიქტიურ პროცესებზე დაიბარეს, შემდეგ კი, მათი ლეგიტიმაციის აღიარებაზე უარის თქმის გამო ციხეში გამოკეტეს. მშვიდობიანი პროტესტი ახლა მკაცრ ჯარიმებსა და ხანგრძლივ პატიმრობას იწვევს.
მოცემული შეხვედრა განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, „ქართული ოცნების“ ტაქტიკას განსხვავებულად მოაზროვნეთა დასასჯელად და დემორალიზებისთვის, ასევე საქართველოს განვითარების სამომავლო გზებს“.
პანელისტები იქნებიან: დოქტორი კლერ კაიზერი, McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი; ლორა თორნტონი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი და ოლესია ვართანიანი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი.




