27 მაისს იქნება კომიტეტი და 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დაიძლევა ვეტო – სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 28 მაისს დაძველევენ.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სუბარი ამბობს, პრეზიდენტის ვეტოს საკომიტეტო განხილვა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. თუმცა ამ დრომდე პარლამენტის ანონსებში დამატებული არაა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ვეტო განსახილველად სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
„27-ში [მაისს] იქნება კომიტეტი და 28-ში [მაისს] იქნება პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც ვეტო იქნება დაძლეული და ეს მოხდება ძალიან მარტივად და ძალიან სამართლიანად, რადგან არცერთი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.
დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.
მსგავსი კანონი ს ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.