26 მაისის მარშში სულ მცირე 80 000 ადამიანი მონაწილეობდა – Visioner

Visioner-ის ინფორმაციით, 26 მაისს, “რუსული კანონის” წინააღმდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ მარშში სულ მცირე 80 000 ადამიანი მონაწილეობდა.
როგორც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისის მსვლელობა ერთ-ერთი მასშტაბური იყო. მარშში მონაწილე და ორბელიანის სასახლესთან შეკრებილი ადამიანების საერთო რაოდენობამ კი დაახლოებით 100 000 შეადგინა.
“დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მომიტინგეებმა ის გზა გაიარეს, რომელიც ქართველებმა 1919 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ.
მსვლელობაში სულ მცირე 80 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტის საზეიმო ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ [პროტესტის] 45-ე დღეს, დაახლოებით 100 000 ადამიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა”, – წერს Visioner-ი.
🇬🇪 | One of the largest marches was held today as #NoToRussianLaw protesters retraced the route Georgians took on May 26, 1919, a year after declaring independence. At least 80,000 participated in the march, while thousands attended the president’s celebration near Orbeliani… pic.twitter.com/gDbZrQRf9s — Visioner (@visionergeo) May 26, 2024

ასევე დაგაინტერესებთ