26 მაისის ღონისძიებების რუსთაველზე გამართვა არ იგეგმება

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
წინა წლების ტრადიციისგან განსხვავებით, გეგმაში არ ფიგურირებს რუსთაველის გამზირი — ამის ნაცვლად შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა ალექსანდრეს ბაღში, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. კერძოდ, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა გასაფორმებელი დეკორაცია, საგამოფენო, საბავშვო, სპორტული, კულტურული, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცეები.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 17:10 საათზე, საზეიმო აღნიშვნა იგეგმება პრეზიდენტის სასახლესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, დაგეგმილია გალა-კონცერტის უზრუნველყოფა და სატელევიზიო ეთერით გადაცემა. კონცერტის ადგილი დაკონკრეტებული არ არის.
ჩვეულებისამებრ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე და კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართება ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება.
იგეგმება თბილისის ანძისა და მშვიდობის ხიდის საქართველოს დროში ფერებში განათება.
სადღესასწაულოდ მოეწყობა ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია ( გიორგი ათონელის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ვეკუას ქუჩა) და 9 აპრილის სახელობის ბაღი.
ცნობისთვის, უკვე მეხუთე თვეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს იკეტება საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ. უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი მ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადაავადა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს 9 აპრილს დაღუპულთა გმირთა მემორიალთან მისვლა, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილნი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას