25 წლის კაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე იძალადა და გააუპატიურა, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს –

პოლიციამ 25 წლის კაცი გაუპატიურების ბრალდებით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს () ინფორმაციით, კაცმა თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და გააუპატიურა, შემდეგ კი მიიმალა. დაზარალებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, კაცი კი დააკავეს.
შსს ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამ ეტაპზე პირობით მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული