გამჭვირვალობა და ღია კომუნიკაციის კულტურა, ინდივიდუალური საბანკო მომსახურება, სოციალური პასუხისმგებლობა და ბიზნესის განვითარების თანამედროვე ევროპული ხედვების დანერგვა – ეს იმ უპირატესობათა არასრული ჩამონათვალია, რაც პროკრედიტ ბანკს 25-წლიანი ოპერირების მანძილზე გამოარჩევს.
ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჰოლდინგის წევრია, რომელიც ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია. ჯგუფი აერთიანებს გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დღეს 12 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
პროკრედიტი საქართველოში 1999 წელს შემოვიდა და 25 წელია, აგრძელებს მთავარი სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს როგორც ადგილობრივ, ისე ევროპულ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და მეწარმეებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაზიარებას. წლებია, პროკრედიტი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორში ახორციელებს ეკომეგობრულ ინვესტიციებს, რითაც ხელს უწყობს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალის განვითარებასა და დასავლური გამოცდილების დანერგვას გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებისთვის.
უფრო დეტალურად, რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რა შესაძლებლობებს სთავაზობს ახლა კომპანია მომხმარებლებს და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამის შესახებ პროკრედიტ ბანკის საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი კარდენახლიშვილი საუბრობს:
