25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი

25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი
25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის რაც მოხდა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის პირობებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტებზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ხუზმიაშვილმა აღნიშნა, პროფესიული საქმიანობის განმავლობაში, მას არასდროს უნახავს ეკლესიის კარის სატვირთო მანქანით შემტვრევის, იქიდან ბასილ მკალავიშვილის გამოყვანის და ეკლესიის ეზოში, სასტიკად ნაცემი, დასისხლიანებული ხალხის მსგავსი კადრები.
“მე არ ვილაპარაკებ იმაზე, ბასილ მკალავიშვილის ქმედებები მომწონდა ან არ მომწონდა, მაგრამ ფორმა, რაც იქ მოხდა, ეკლესიის კარის შენგრევა დიდი სატვირთო მანქანით, იქიდან მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი ხალხი, ცემა. ისეთი დასისხლიანებული იყო იქ ხალხი, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მე ეს არ მინახავს.
ასეთი თემების გაშუქება დიდხანს ვერ აიტანა მაშინდელმა ხელისუფლებამ. 2004 წლის 18 თებერვლის იყო, მივედით დილით სამსახურში და ვხედავთ, ტელეკომპანია “იბერიის” შენობაში შესულია სპეც.დანიშნულების რაზმი. ჩვენ შენობაში არავინ გვიშვებს. “იბერიაში” შესვლის პარალელურად, შევიდნენ გაზეთ “ახალ ეპოქაში” და საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსში” – ეს იყო ჩვენი ერთი ჰოლდინგი. ვარკვევთ რა ხდება და გვითხრეს, რომ ტელევიზიის შენობაში კონტრაბანდას ეძებდნენ.” – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.
Next: გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმას, რაც აუცილებელია თუნდაც მიგრაციის ჭრილში, ახალგაზრდები მაქსიმალურად უნდა დარჩნენ ქვეყანაში და უნდა ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის ჩვენი ამოცანა

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება