25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების დღეა

25 თებერვალი, საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ყოველ 25 თებერვალს, ასეულ ათასობით ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც “კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა”, უნდა დაეშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.
დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
„ოჰ როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად?! როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა?.. არა, ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას. შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება. აი, დევიზი ქართველი ერისა,“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი.
ამ დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდები სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება