25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა

25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა
მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა.
ორშაბათსვე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები. პარლამენტი დაკომპლექტდება, მათ შორის დაფორმირდება ფრაქციები და მიმდინარე კვირას გაგრძელდება მთავრობის დამტკიცებით. გვექნება საინტერესო დღის წესრიგი და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“, – აღნიშნა წილოსანმა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ჩვენ გვაწყობს ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და „დიფ სტეიტის“ დამარცხება

2008 წლის 8 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ – ვაკის ოფისიდან გამოვიდა 2 სატვირთო მანქანა, რომელიც სრულად იყო დატვირთული ფულით, ოქროთი და ძვირფასი ქვებით! გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი და აზერბაიჯანის საბაჟოს უფროსის მოადგილის ეზოში დაბინავდნენ. ომის დამთავრებამდე იქ იდგნენ და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში