არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულონგონ – უკვე ვნახეთ, ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, პუტინიც ცნობილი „ბულერია”

არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულონგონ – უკვე ვნახეთ, ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, პუტინიც ცნობილი „ბულერია”
ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი – საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენ უოლესმა, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შეფასებისას, LBC-ის ეთერში განაცხადა.
უოლესის თქმით, ევროპას არ სურს, მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დაჩაგროს, ვინაიდან როგორც ტრამპი, ისე პუტინი, ბულინგის ტაქტიკის მიმდევრები არიან.
„ვფიქრობ, მომავალი სამიტის ერთ-ერთი შეცდომაა ევროპის გამორიცხვა – იცით, რომ ნატოს სამი ბირთვული სახელმწიფოდან ორი – საფრანგეთი და ბრიტანეთი, ამ დროისთვის შეხვედრაზე მიწვეული არ არის, ვფიქრობ, ისინი იქ უნდა იყვნენ. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მოძალადეების წყვილმა ზელენსკი დააბულინგონ. ჩვენ უკვე ვნახეთ, პრეზიდენტი ტრამპი ბულინგის ტაქტიკით როგორ ცდილობდა ზელენსკიზე ზეწოლას, რაც მის საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა. პუტინიც ცნობილი ბულერია. ვფიქრობ, ამ სცენარის ნახვა არ გვსურს. მართალია ზელენსკი მამაცია, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ევროპას მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით ცუდი შეთანხმების შედეგებთან გამკლავება.” – განაცხადა უოლესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას