,, 24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას” – ტრამპი

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social დაწერა:
,,ყველას გილოცავთ! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ სრული და ტოტალური ცეცხლის შეწყვეტა იქნება (ამ წუთიდან დაახლოებით 6 საათში, როცა ისინი თავიანთ მიმდინარე ფინალურ მისიებს დაასრულებენ!), 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება… ოფიციალურად, ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 12 საათში, დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას. 24 საათში მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალურად დასრულებას. თითოეული ცეცხლის შეწყვეტის განმავლობაში, მეორე მხარე იქნება მშვიდად და პატივისცემით განწყობილი. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და ეს ასეც მოხდება, მინდა, ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს მივულოცო გამძლეობა, სიმამაცე და გონიერება, რომ დაასრულეს ის, რასაც უნდა ეწოდოს „12-დღიანი ომი”… ეს ომი შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და დაენგრია მთელი ახლო აღმოსავლეთი, თუმცა ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ! ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!”

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც