“24 საათში ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიცვალა” – გიორგი კობერიძე

ბოლო 24 საათში ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიცვალა:
– ირანში, თეირანში, საცხოვრებელ სახლში მოკლულია ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა სისხლიან თავდასხმაზე 2006 წლიდან. ამასთან, მისივე განკარგულებით აღიარებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობა”. ისმაილ ჰანიე თეირანში პრეზიდენტის იმ ინაუგურაციაზე იმყოფებოდა, რომელსაც იემენელი ჰუსიტი ტერორისტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ ინაუგურაციაზე იყო საქართველოს პრემიერიც. რა უნდა საქართველოს ხელისუფლებას იმ ღონისძიებაზე ირანში სადაც ისმაილ ჰანიე და მსგავსი ძალები იყვნენ წარმოდგენილნი?! – ბეირუთში, ლიბანის დედაქალაქში საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სამხედრო ლიდერი, ფაუდ შუქრი, რომელმაც 1983 წელს -ს სამხედრო ყაზარმები ააფეთქა ბეირუთში და 300-მდე ამერიკელისა და ფრანგის სიცოცხლე იმსხვერპლა. შუქრის თავზე მილიონობით დოლარი იყო გამოცხადებული. ეს იყო 11 სექტემბრამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი -ს წინააღმდეგ.
– დაიბომბა ერაყის ჰეზბოლას ინდუსტრიული და სამეთაურო ცენტრიც. დაღუპულები არიან ლოკალური ლიდერები. იერიში მიტანილია მათ რაკეტებისა და დრონების საწარმოზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა