24 საათი შენთვის სასურველ ბინაში – უპრეცედენტო გამოცდილება “თბილისი გარდენსის” მომავალი მობინადრეებისთვის

გამოცადე ცხოვრება შენ სასურველ ბინაში, ვიდრე მის შეძენას გადაწყვეტ – “თბილისი გარდენსი” უძრავი ქონების სექტორში სრულიად ახალ სიტყვას ამბობს და პოტენციურ მობინადრეებს უპრეცედენტო გამოცდილებას სთავაზობს.
პირველად საქართველოში, ნებისმიერ მსურველს, ვინც მაისის თვეში დედაქალაქის ცენტრში, “თბილისი გარდენსის” III ცათამბჯენში ბინის ყიდვას განიხილავს, ეძლევა უნიკალური შანსი, სასურველ აპარტამენტში წინასწარ გაატაროს ზუსტად ერთი დღე და გამოცადოს, როგორი იქნება მისი ყოველდღიურობა მრავალფუნქციურ, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში.
ბინის ყიდვა, როგორც წესი, სტრესული გამოცდილებაა, წინასწარ არასდროს იცი, როგორ მოერგები შენს ახალ გარემოს და როგორ მიგიღებს ის შენ – “თბილისი გარდენსის” კამპანია ამ პრობლემას თავიდან აგარიდებთ. პოტენციურ მობინადრეებს საშუალება ეძლევათ, ესტუმრონ “თბილისი გარდენსს” და, 24 საათის განმავლობაში, ყველა იმ უპირატესობით ისარგებლონ, რაც პრემიუმ კლასის კომპლექსში ცხოვრებას ახლავს თან.
მსგავსი ინოვაციური მიდგომით, “თბილისი გარდენსი” უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა მომხმარებელმა, რომელიც ახალ ცათამბჯენში დაიდებს ბინას, წინასწარ გამოცადოს ყველა ის მომსახურება და სერვისი, რომელსაც კომპანია მობინადრეებს სთავაზობს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და გაიმარტივოს ბინის შეძენის რთული და სტრესული პროცესი.
უძრავი ქონების სექტორში გამორჩეული პროექტის, “თბილისი გარდენსის” მესამე და ბოლო ცათამბჯენის მშენებლობა სრულად 2025 წელს დასრულდება. აპარტამენტის გაყიდვები დაწყებული, მათი ნაწილი კი – უკვე გაყიდულია. თბილისის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე განთავსებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში მობინადრეებს შეეძლებათ, ოლიმპიური საცურაო აუზითა და ფიტნესოთახით, 2 ჰექტარზე გაშენებული მწვანე-რეკრეაციული ზონით, საბავშვო სივრცეებით, სპორტული მოედნითა და ბიზნესლაუნჯებით ისარგებლონ.