23 ნოემბერს, 15:00 საათზე თსუ-სთან აქცია გაიმართება – ოპოზიციის გეგმები, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს. სამი მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოს” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ქუჩის პროტესტი, ოლიგარქიული რეჟიმის, წინააღმდეგ ახლა საზოგადოების ერთადერთი ბერკეტია.
თუ როგორ და რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი, ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია საზოგადოებას, სავარაუდოდ, დღეს გააცნობს.
“ხვალ [23 ნოემბერს], 15:00 საათზე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ვიკრიბებით, გაიმართება საპროტესტო აქცია და ეს პროცესი უწყვეტი იქნება. მანამ სანამ რეალობა არ შეიცვლება. ცვლილებებს სჭირდება დიდი, საპროტესტო, უწყვეტი, მძლავრი მოძრაობა და ეს სახეზე გვაქვს, ამაზე ვთანხმდებით, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები. მიზნის მიღწევამდე ეს ბრძოლა გაგრძელდება,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!