23 იანვარს „ბიბლუსის კაფე”-ში გაიმართება დაჩა მარაინის წიგნის – „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრების” წარდგენა

23 იანვარს, 19:00 საათზე, „ბიბლუსის კაფე”-ში გაიმართება დაჩა მარაინის წიგნის – „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრების” წარდგენა.

სპიკერები – ნუნუ გელაძე და გიორგი ლობჟანიძე
დასწრების მსურველებმა შეავსეთ მოცემული ბმული: https://forms.gle/P3zTJ1qEoyFXhX6K7
📍 გელოდებით 23 იანვარს, 19:00 საათზე
💌 მის: თბილისი, ვაკე, არჩილ მიშველაძის ქუჩა 5
დაჩა მარაინი — იტალიელი მწერალი, დრამატურგი და პოეტი, თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. მისი შემოქმედება ხშირად ეხება ქალთა ისტორიებს, თავისუფლებას და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას.
1990 წელს რომანით „მარიანა უკრიას ხანგრძლივი ცხოვრება“ მოიპოვა Premio Campiello, ხოლო 1999 წელს წიგნისთვის Buio — იტალიის ყველაზე პრესტიჟული Premio Strega. მარაინი იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის კულტურული და ფემინისტური მოძრაობების აქტიური მონაწილე. მისი ლიტერატურა ერთდროულად ისტორიული, ემოციური და პოლიტიკური დიალოგია, რამაც მას საერთაშორისო აღიარებას მოუტანა.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ვინც წიგნს კითხულობს, რაღაცნაირად ხელახლა წერს მას. ავტორი მითითებებს გვთავაზობს, მაგრამ მერე მკითხველმა საკუთარი წარმოსახვის უნარითა და იმ სამყაროს ცოდნით, რომელშიც ცხოვრობს, შემოთავაზებულის ხელახლა აგება და წიგნის პერსონაჟების უცხო სხეულების თავად მორგება უნდა შესძლოს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ლიტერატურა ჭეშმარიტი სიხარულის, ტკბილი განცდის წყაროა, და არა – შინაარსის, რომელსაც წიგნები გვთავაზობენ, არამედ იმის გამო, რომ კითხვა ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბებისათვის დიდი წვრთნაა. კითხვის პროცესში ამბის, საუბრის, ფიქრის, ფანტაზიის, ოცნების საგნად, ინდივიდად გარდავიქმნებით და ამ გარდაქმნას არც დასასრული აქვს, არც საზღვარი და არც პაუზა. ამიტომაცაა წერა შეუძლებელი, თუ არ კითხულობ. მკითხველის გარეშე წერა არ არსებობს და წერის თვინიერ ვერც მკითხველი იარსებებს“, – ეს სიტყვები წიგნიდან „წერის სიყვარული“ ეკუთვნის დაჩა მარაინის, რომლის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული.