21-22 მარტს ბათუმის მერია თბილისში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, -ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21-22 მარტს ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ბათუმის მერიის განცხადებით, შეკრების ადგილი ქალაქი ბათუმის, ცენტრალური სტადიონის – “აჭარაბეთ არენას” მიმდებარე ტერიტორია იქნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას.
21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი
22 მარტი – გამგზავრება 05:00 საათი
შეკრების ადგილი: ქალაქი , ცენტრალური სტადიონის – „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.
გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ
ნომრებზე:
577 302 644
0422 270119
ასევე, 21 და 22 მარტს პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს.
დამატებითი რეისების განრიგი: https://shorturl.at/HrKCv” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ