21 წლის მათე დევიძის საქმე, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, კერძოდ კი, დროშის ტარით განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას, დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა სრულდება, პროკურორს ანი ხუბეჯაშვილს ვიდეომასალა და ნივთიერი მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი. მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე წარმოადგენს საკუთარ მტკიცებულებებს.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
