21 წლის ზარა ლაჩლანმა ატლანტის ოკეანე მარტომ გადაცურა!

21 წლის ზარა ლაჩლანმა ატლანტის ოკეანე მარტომ გადაცურა!👇
ბრიტანელი ზარა ლაჩლანი გახდა პირველი ქალი და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ნიჩბიანი ნავით სრულიად მარტო გადაკვეთა ატლანტის ოკეანე ევროპიდან სამხრეთ ამერიკამდე. მან 7,026 კმ-იანი გზა ლაგოსიდან (პორტუგალია) კაიენამდე (ფრანგული გვიანა) 97 დღეში დაფარა და გინესის რეკორდების მფლობელი გახდა.
ლაჩლანი დღეში საშუალოდ 17 საათს ნიჩბოსნობდა. ურთულეს პირობებში მოგზაურობისას მას ბარაკუდამ უკბინა, ზვიგენი დაედევნა, უზარმაზარ გემს შეეჯახა 160 მეტრში და ჰალუცინაციებიც კი დაეწყო – 57 დღე აბსოლუტურად მარტო, უძილოდ, დაღლილობით და მუდმივი სიჩუმის ფონზე.
მან ვარჯიში მოგზაურობამდე მხოლოდ სამი თვით ადრე დაიწყო და პირველად 2024 წლის აგვისტოში ჩაჯდა ოკეანის ნავში. სულ რაღაც სამი თვე მზადების შემდეგ, ფიზიკის სტუდენტმა ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.
🧠 ფიზიკური გამძლეობის გარდა, ზარამ გონებრივი სიმტკიცე გამოავლინა და განაცხადა: „შეიძლება ოკეანეში დავბრუნდე… ოდესმე.“