21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 18 მარტს იმსჯელებს

თბილისში, ბარ „სახელოსნოსთან”, 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 18 წლის ახალგაზრდის საქმეზე სასამართლო 18 მარტს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი დღეს წაუყენეს.
უცნობია, თუ რა პოზიცია ექნება დაცვის მხარეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც მისი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია.
ინფორმაციისთვის, დაკავებულ ახალგაზრდას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე