21-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 6 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ყაზახეთთან მატჩისთვის რამაზ სვანაძის გუნდი საგურამოში, თბილისის “ლოკომოტივის” ბაზაზე ემზადება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ), ლევან თანდილაშვილო (თელავი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლაშა კვარაცხელია (სამტრედია), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დონეცხკის შახტარი).
ნახევარმცველები:
ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), გიორგი ხარებავა (კოლხეთი 1913).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (დინამო თბილისი).
რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის. ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 10 ქულა აქვს.
nakrebi.ge