205 ქვეყნიდან რომელი ქვეყნები იკავებს ყველაზე დიდ ადგილს პლანეტაზე?

მსოფლიოს 205 ქვეყნიდან, დედამიწაზე ყველაზე დიდი ტერიტორია – 3.34% რუსეთს უკავია. ამის შესახებ Visual Capitalist-ი გაეროს სტატისტიკის სამმართველოს (UNSD) მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
Visual Capitalist-ის მიხედვით, საქართველოს 69,700 კვ/კმ და დედამიწის მიწის ფართობის 0.014% უჭირავს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს – სომხეთს 29,743 კვ/კმ და 0.006% აქვს; თურქეთს – 783,562 კვ/კმ და 0.154%; აზერბაიჯანს – 86,600 კვ/კმ და 0.017%; ს – 603,500 კვ/კმ და 0.118%.
სამეულშია კანადა 1.93%-ით და ჩინეთი 1.88%-ით. დედამიწის ზედაპირზე 510 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობია, მაგრამ მისი 30%-ია დაფარულია ხმელეთით. დანარჩენი წყალია. დედამიწის ზედაპირის დარჩენილი 70% წყალია: 27% ტერიტორიული წყლები და 43% საერთაშორისო წყლები ან ტერიტორიები ეროვნული იურისდიქციის მიღმა.
ქვეყნების რაოდენობა, რომელთა ფართობს დედამიწაზე 1%-ზე ნაკლები უჭირავს 195-ია.
დედამიწაზე ყველაზე დიდი ფართობის მქონე ქვეყნების ოცეული ასეთია:
17,098,246 კვ/კმ – 3.352%;
ანტარქტიდა 14,000,000 კვ/კმ – 2.745%;
კანადა 9,984,670 კვ/კმ – 1.958%;
ჩინეთი 9,596,961 კვ/კმ – 1.881%;
შეერთებული შტატები 9,525,067 კვ/კმ – 1.867%;
ბრაზილია 8,515,767 კვ/კმ – 1.670%;
ავსტრალია 7,692,024 კვ/კმ – 1.508%;
ინდოეთი 3,287,263 კვ/კმ – 0.644%;
არგენტინა 2,780,400 კვ/კმ – 0,545%;
ყაზახეთი 2,724,900 კვ/კმ – 0.534%;
ალჟირი 2,381,741 კვ/კმ – 0.467%;
კონგო 2,344,858 კვ/კმ – 0.460%;
გრენლანდია () 2,166,086 კვ/კმ – 0.425%;
2,149,690 კვ/კმ – 0.421%;
მექსიკა 1,964,375 კვ/კმ – 0.385%;
ინდონეზია 1,910,931 კვ/კმ – 0.375%;
სუდანი 1,861,484 კვ/კმ – 0.365%;
ლიბია 1,759,540 კვ/კმ – 0.345%;
ირანი 1,648,195 კვ/კმ – 0.323%;
მონღოლეთი 1,564,110 კვ/კმ – 0.307%.