2040 წლისთვის საშვილოსნოს ყელის კიბო დანიაში მთლიანად აღმოფხვრება

2040 წლისთვის , პაპილომავირუსის ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისა და სკრინინგის გზით, საშვილოსნოს ყელის კიბოს მთლიანად აღმოფხვრას გეგმავს. ეს ინფორმაცია ონკოლოგიის დანიურმა ლიგამ ორშაბათს, 14 აპრილს გაავრცელა.
„2040 წლამდეც უკვე იმდენად ცოტა ქალი იქნება დაავადებული, რომ შეგვეძლება, ის აღმოფხვრილად მივიჩნიოთ“, – ნათქვამია ონკოლოგიის დანიური ლიგის განცხადებაში.
„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კიბოს ერთ-ერთი ტიპი საერთოდ გაქრება“, – ვარაუდობენ დანიელი მედიკოსები.
დანიური სამედიცინო ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით. ამჟამად ამ ტიპის კიბოს სიხშირის მაჩვენებელი დანიაში 100 000 მოსახლეზე 10-ზე ნაკლებ შემთხვევას შეადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების თანახმად, დაავადება დანიაში აღმოფხვრილად ჩაითვლება, თუ დაავადების სიხშირის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 4 შემთხვევაზე ნაკლები იქნება.
დაავადების მთავარი მიზეზია პაპილომავირუსის ინფექცია, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი (პირველი ორი დოზით აცრა) 12 წლის ბიჭებისა და გოგონებისთვის 89%-ია, რაც სამიზნე 90 პროცენტს ოდნავ ჩამორჩება. 2024 წელს ბელგიის ფრანგულენოვან რეგიონებში ყოველი ორი თინეიჯერიდან ერთი იყო ვაქცინირებული. ეს მაჩვენებელი ვაქცინაციის ზრდის ტენდენციაზე მეტყველებს.
დანიაში უფასო ვაქცინაცია გოგონებისთვის 2008-2009 წლებში დაინერგა, ბიჭებისთვის – 2019 წელს.
დანიაში სკრინინგის შეთავაზებას ქალების 60% იღებს, რაც სამიზნე მაჩვენებელზე (70 პროცენტი) 10 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთის რეგიონული ონკოლოგიური ცენტრის (RCC) ცნობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის საბოლოო ვადად შვედეთმა 2027 წელი დაასახელა.
წყარო: 1 არხი