“ 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი“-

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი.

პრემიერის თქმით, დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის.

“9 რეკომენდაციას რაც შეეხება, იქ არსებითი არის ორი საკანონმდებლო პაკეტის მიღება და ამ კვირაშივე შედგება მეორე მოსმენა. აქედან ორ კვირაში მესამე მოსმენა, შესაბამისად, ეს პაკეტი იქნება მიღებული. დანარჩენ საკითხებზეც გრძელდება მუშაობა. რეალურად, ვიქნებით ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე. ეს არის თავისი მოცულობით ბევრად უფრო მცირე მნიშვნელობის საკითხები, ვიდრე იყო 12 პუნქტი. მოცულობა რომ შევადაროთ, არის ათჯერ ნაკლები იმ 12 პუნქტზე, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის 12 პუნქტი პირნათლად შესრულდა. ახლა ასევე პირნათლად შესრულდება 9 პუნქტიც. დანარჩენი, ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აქაც აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს, შესაბამისად, 2030 წლისთვის ჩვენ ბოლომდე გვექნება შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და ყველა მიმართულებით გვექნება სანიმუშო პროგრესი. დღესაც, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თუ ეკონომიკური განვითარების ტემპი. ლიდერი ვართ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თითოეული პარამეტრის მიხედვით. დღეს კანდიდატი ქვეყანაა მაგალითად მოლდოვა და ყველამ ვიცით, რა ვითარებაა მოლდოვაში, დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა, პარლამენტში პრაქტიკულად, ოპოზიცია აღარ დარჩა, პარტიები არის აკრძალული, ადამიანის უფლებების კუთხით არის მძიმე ვითარება, კორუფციის კუთხით არის უმძიმესი ვითარება მოლდოვაში. ეს არის მოლდოვის მდგომარეობა, რომელიც ფორმალურად, წარმოიდგინეთ წინ გვისწრებს ევროპის გზაზე, ამხელა პრობლემების მქონე ქვეყანა. მოლდოვას კონკრეტული მიზეზების გამო უფრო მეტად თანაუგრძნობს გლობალური ომის პარტია. სხვა ახსნა არ აქვს, როგორ შეიძლება დსთ-ს წევრი მოლდოვა იყოს საქართველოზე წინ“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა