2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება , როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება , როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი
2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ეს მათ თვითონაც არ აწყობთ.
„საერთოდ ბოლომდე გაცამტვერდებიან. ხვალ რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობას უმარტივესად მიიღებს „ქართული ოცნება“. როგორც ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, აქედან გამომდინარე, საუბრები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ. თვითონ ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი. თუმცა, აქაც სპეკულირებენ. მეტი შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სუბიექტურად თუნდაც რაღაც შეიძლება იყოს საინტერესო, 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა