2028 წლის ოლიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში საჰაერო ტაქსი იმოძრავებს

2028 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დროს ლოს-ანჯელესში გულშემატკივრები არენებს შორის გადაადგილებას საჰაერო ტაქსის მეშვეობით შეძლებენ. BBC-ს ინფორმაციით, თამაშების ორგანიზატორებმა კომპანია Archer Aviation-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადეს, რომელიც ამ სერვისზე იმუშავებს.
ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ფრენის დაჯავშნა მობილურ აპლიკაციაში იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი ტაქსის შეკვეთისას. თვითონ საფრენი აპარატი 4 ადამიანზე იქნება გათვლილი და ჰაერში ვერტიკალურად ავა, როგორც ვერტმფრენი. ფრენის სავარაუდო საფასური აპლიკაცია Uber-ის პრემიუმ-ტარიფთან იქნება შეთავსებული, სხვადასხვა ობიექტს შორის გადაადგილებას კი 10-20 წუთი დასჭირდება.
Archer Aviation-ში იმედოვნებენ, რომ კომერციული გადაზიდვების დასაწყებად -ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ლიცენზიას წელს მოახერხებს.