2028 წლისთვის ყაზახეთი სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობის გაორმაგებას გეგმავს

2024-2028 წლებში ყაზახეთი აგროინდუსტრიული კომპლექსის განვითარების ეროვნული პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა. დოკუმენტს ეწოდა „ძლიერი აგროინდუსტრიული კომპლექსი“, იუწყება სააგენტო APK News.
ეროვნული პროექტის მთავარი მიზანია 2024-2028 წლებში სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის მოცულობის გაორმაგება.
პროექტი მოიცავს 2 ამოცანას: ნათესი ფართობების სტრუქტურის დაჩქარებული დივერსიფიკაცია და სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვის სტიმულირება, ასევე პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელება აგროინდუსტრიულ კომპლექსში.
ეროვნული პროექტის განხორციელება საშუალებას მისცემს 2028 წლისთვის მიაღწიოს შემდეგ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს:
· 2028 წელს სოფლის მეურნეობის მთლიანი პროდუქციის მოცულობის 2-ჯერ გაზრდა 17 ტრილიონ ტენგემდე (დაახლ. 38 488 918 000$);
· სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება წელიწადში 8-10%-მდე;
· შრომის პროდუქტიულობის 2-ჯერ გაზრდა 9,1 მილიონ ტენგემდე (დაახლ. 20 602 891 400$);
· სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 2-ჯერ გაზრდა 10 მილიარდ დოლარამდე;
· სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემოდინების 3,3-ჯერ გაზრდა 3,2 ტრილიონ ტენგემდე (დაახლ. 7 244 972 800$);
· გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების (რძე, ხორცი, ზეთისხილი, ბრინჯი, სიმინდი, წიწიბურა) წილის 70%-მდე გაზრდა;
· იმპორტზე დამოკიდებული საკვები პროდუქტების თვითკმარობა შიდა წარმოების გაზრდით: ვაშლი – 100%, ძეხვეული – 100%, ყველი და ხაჭო – 100%, შაქარი – 83%, ფრინველის ხორცი – 100%.
„დასახული მიზნების მისაღწევად ეროვნული პროექტი ითვალისწინებს 10,5 ტრილიონ ტენგეს (დაახლ. 23 772 567 000$); 5 წლის განმავლობაში დასაბრუნებელ თანხებს, რომლებიც შეღავათიანი დაკრედიტებით მიმართული იქნება საგაზაფხულო საველე და მოსავლის აღების სამუშაოებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეღავათიანი ლიზინგისთვის, ასევე საინვესტიციო პროექტებისთვის სოფლის მეურნეობის სექტორში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, ეროვნული პროექტი ითვალისწინებს 2024 წლიდან 2028 წლებში სუბსიდიების მოცულობის გაზრდას 432,9 მილიარდი ტენგედან 882,5 მილიარდ ტენგემდე.
ასევე, ეროვნული პროექტის განხორციელებისას 5 წლის განმავლობაში 3,8 ტრილიონი ტენგეს (დაახლ. 8 603 405 200$) ოდენობის ექსტრაბიუჯეტური სახსრები მოიზიდება.
agrokavkaz.ge

ასევე დაგაინტერესებთ