2027 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია|რაგბი

2027 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია|რაგბი
ავსტრალიაში რაგბის 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.
„ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.
წილისყრის შედეგად ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია E ჯგუფი: საფრანგეთი, , იაპონია, სამოა F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე
მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.
მსოფლიო თასის გათამაშება 2027 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება.